ფონდი

საქართველოს ზარზმის მონასტრის
აღორძინების ფონდი
“ზარზმის სავანე”





მიზნები: ზარზმის მონასტრის აღორძინება, მიმდებარე ტერიტორიისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა

ამოცანები: მატერიალური საშუალებებით მონასტრის განვითარება, ტრადიციული სამონასტრო და ხალხური შემოქმედების აღორძინება.

გზები: სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები, საგამომცემლო საქმიანობა, სიმპოზიუმები, ფოტო, კინო და ვიდეო მასალების შექმნა და შეგროვება.

ძირითადი მიმართულებები: სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, სასულიერო ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო და საინფორმაციო საქმიანობის ხელშეწყობა.


ყოველივე ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად:


ფონდი თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებთან, აგრეთვე უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კავშირებთან, გაერთიანებებთან და კერძო პირებთან

დამოუკიდებლად ან სხვა პარტნიორებთან ერთად აფუძნებს სხვადასხვა ტიპის იურიდიულ პირებს. კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ნებისმიერ ნებადართულ საქმიანობას.

ფონდთან ამ ეტაპზე პარტნიორობს სხვადასხვა ორგანიზაცია და კერძო პირი, მათ შორის აღსანიშნავია TBC ჯგუფი, სს გომის სპირტისა და არყის კომპანია, სს დუგლაძეების ღვინის კომპანია


•    ფონდის მონაწილეობით და ორგანიზებით მიმდინარეობს ზარზმის მონასტრის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
•    დამონტაჟებულია სამონასტრო კომპლექსის გარე განათების სისტემა.
•    მოეწყო მონასტრისადმი მიძღვნილი წიგნის “ზარზმა პრეზენტაცია ახალციხის უნივერსიტეტში.


ფონდის საპატიო თავჯდომარეა ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (გეწაძე) ხოლო დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ეზეკი (ზაზა) ინწკირველი

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ზარზმის მონასტრის აღორძინებაში და გადმორიცხოთ თანხა შემოწირულობის სახით

ს.ს. “ბანკი ქართუ”
კოდი: 220101081
ანგარიში: # 003453608

ან აკრიფეთ მაგთიდან 200-308, ჯეოსელიდან 700-308 და თქვენი ანგარიშიდან გადმოირიცხება 1 ლარი

“ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ”. ბრძანებს უფალი. ღმერთმა დაგლოცოთ და არ მოგაკლოთ მშვიდობა, სიყვარული და კეთილდღეობა.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა