English Version Русская Версия

ხატები


 


ზარზმის ფერისცვალების ხატი
ზარზმის სიძველეებიდან, რამაც კი ჩვენამდე მოაღწია, "ფერისცვალების" ხატი უადრესია (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი). ასომთავრულ წარწერაში აღნიშნულია ზუსტი თარიღი – "… ქორონიკონი იყო რ~ვ", ე.ი. 886 წელი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ეს ხატი წარმოადგენს ფუძემდებლურ, ამოსავალ ძეგლს შუა საუკუნეთა ქართულ ჭედურ ხელოვნებაში სკულპტურული ევოლუციის გასაგებად" (გ. ჩუბინაშვილი).

 


 

 

 

ზარზმის ღვთისმშობლის ხატი
ზარზმის ღვთისმშობლის ხატი (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ერთი შესანიშნავი ნაწარმოებთაგანია. გამორჩეულია იგი თავისი მაღალი მხატვრული ღირსებებით, საშემსრულებლო ოსტატობით, იკონოგრაფიული მონაცემების სიმდიდრითა და თავისებურებებით.

 

 
 
 
ზარზმის ხატების ზუსტი ასლები
 

2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ბატონი დავით ჭყოიძე მის მეგობრებთან ერთად სტუმრობდა ზარზმის მონასტერს. შესაწირის სახით ამოაბრძანეს დიდი მოვერცხლილი ჯვარი ათორმეტი დღესასწაულის სცენებით გალვანიკაში შესრულებული, ამის შემდეგ გაეცნო რა მონასტრის ისტორიას დაებადა აზრი რომ შექმნილიყო მონასტრის უმთავრესი სიწმინდეთა ასლები, ზარზმის ფერისცვალებისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატები. მართლაც უფლის მადლით და   წყალობით 2008 წელს დაიწყო ამ უდიდესი საქმის განხორციელება რაშიც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღეს - დავით ჭყოიძემ, რევაზ ლეჟავამ, დავით ტაკიძემ, ზურაბ ჭყოიძემ, პაატა დევდარიანმა, ფრიდონ   ლიპარტელიანმა, გიორგი მნათობიშვილმა, ირაკლი თორდიამ, გიორგი ლომიძემ, თემურ ჯაფარიძემ.   გალვანიკაში შეასრულა - იოსებ ქაბზინაძემ, რევაზ ხაზალიამ, ეკა კახაშვილმა.   ხატების დასრულება მოხდა 2009 წლის სექტემბერში, ამის შემდეგ ბატონი გია მარსაგიშვილის უშუალო ხელშექწყობით მოხდა ხატების გადაბრძანება მუზეუმში და იქნა დაბრძანებული ორიგინალი ხატების გვერდით 20 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ მორწმუნე მრევლთან ერთად ადგილზე იქნა გადახდილი პარაკლისი, რის შემდეგ მოხდა მათი გადმოსვენება ზარზმის მონასტერში. ადიგენის რაიონიდან მრევლთან ერთად ლიტანიობით იქნა ამობრძანებული და დასვენებული ზარზმის მონასტერში 2009 წლის 10 ოქტომბერს, რის შემდეგაც ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა პარაკლისი და წარმოსთქვა ქადაგება და ისაუბრა ხატების მნიშვნელობაზე, რომ ზარზმის ფერისცვალებისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების წყალობით განმთლიანებულიყოს საქართველო, ვინც მიიღო მონაწილეობა ხატის შექმნაში ყველას მადლიერებით აუხსნა თუ რაოდენ დიდი საქმე გააკეთეს მათ და დალოცა ისენი და მათი ოჯახები, ეს სიხარული იყო უდიდესი ყველასთვის და განსაკუთრებით კი მონასტრის ძმობისთვის რაც გამოხატა მონასტრის წინამძღვარმა და მთელმა საძმომ ამ ადამიანთა მიმართებაში. მათი სახელები ოქროს ასოებით შევა მონასტრის ისტორიაში. ხატმა ფერისცვალებისამან და ღვთისმშობლისამან დალოცოს და გაახაროს ღვთის სათნო მონანი და მხევალნი. - რევაზ ლეჟავა, დავით ტაკიძე, დავით ჭყოიძე, ზურაბ ჭყიოძე, რევაზ ხაზალია, პაატა დევდარიანი, ფრიდონ ლიპარტელიანი, გიორგი მნათობიშვილი, ირაკლი თოდრია, იოსებ ქაბზინაძე, გიორგი ლომიძე, თემურ ჯაფარიძე, და ეკა კახაშვილი. მათი ღვაწლი და მოწყალება შეიწიროს უფალმა ღმერთმა, მიმადლოს მათ და მათ შთამომავალს მადლი ცხონებისა, მარად ფარვიდეს ეს უდიდესი სიწმიდეები ყველა ღვთის სათნო საქმეში, წინა უძღოდეთ მათ სასუფევლის კარამდის. ახაროს უფალმა და დედა ღვთისამ ორსავ სოფელსა შინა და ებარებოდნენ ისინი უფალს აწდა მარადის და უკუნისამდე ამინ.