ტერიტორიულად ყველაზე ვრცელი ეს ეპარქია მოიცავს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს. მასში შედის ახალციხის,ადიგენის, ასპინძის რაიონები და თურქეთის შემადგენლობაში არსებულიისტორიული ქართული პროვინციები - ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანიდა ლაზეთი. მართალია, ნომინალურად, მაგრამ სამართლიანად, ისტორიულმიწა-წყალზე ახალციხის მღვდელმთავრის იურისდიქცია ვრცელდება 2002 წლის 17ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულოეკლესიის წმ. სინოდმა განაჩინა, რომ ახალციხის ეპარქიას ეწოდოს ახალციხის,ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქია და აღდგეს საქართველოს ეკლესიისიურისდიქცია ისტორიულ საზღვრებში.
ეპარქია დღეს აერთიანებს ყოფილი აწყურის, წურწყაბის, იშხანის, ბანას,ანჩის, ერუშეთის, ტბეთის, ახიზის საეპისკოპოსოებს, საფარის, ზარზმის,ვარძიის, ოპიზის, შატბერდის, ხახულის, ხანძთის და სხვა საარქიმანდრიტოებს(მონასტრებს).

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (სამცხე-საათაბაგოს,ჯავახეთის, ტაო-კლარჯეთ-შავშეთის) ერთ-ერთ უმთავრეს ეპარქიას საუკუნეებისგანმავლობაში წარმოადგენდა წმ. მოციქულ ანდრიას მიერ დაარსებული აწყურისსაეპისკოპოსო, რომლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იყო ღვთისმშობლისხელთუქმნელი, სასწაულმოქმედი ხატი. აწყურის უძველესი საეპისკოპოსო გაუქმდათურქთა მძლავრობის დროს XVII საუკუნის ბოლოს. იგი, სახელწოდებით, მაგრამუფრო გაზრდილი ტერიტორიით, აწყურის ეპარქია აღდგა 1917 წელს და ამსახელწოდებით იარსება 1981 წლამდე. 1981 წელს ეპარქიას ეწოდა ახალციხისადა მესხეთ-ჯავახეთის ეპარქია, ხოლო 1995 წელს ეპარქია გაიყო ორად -ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიებად.

წარსულში დღევანდელიახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ტერიტორიაზე არსებული საეპისკოპოსოდა სამონასტრო ცენტრები ამავდროულად წარმოადგენდნენ ქართული მწიგნობრობისმძლავრ კერებს. აქ საუკუნეების განმავლობაში მოღვაწეობდნენ ცნობილიქართველი ღვთისმეტყველი მწერლები, მთარგმნელები, კალიგრაფიები. ამავედროს, ეს ტერიტორიაყველაზე მეტად დაზარალდა უცხოელ დამპყრობთაგან - XVIსაუკუნის მეორე ნახევარში ის სრულიად მოწყდა საერთოქართულ ორგანიზმს დადაიწყო ამ მხარის გეგმაზომიერი ისლამიზაცია. ცხადია, ყველაზე მეტადდაზარალდნენ ეკლესია-მონასტრები. თითქმის ყველა საეპისკოპოსო მოიშალა,უპისკოპოსოდ და ხშირად უმღვდლოდ დარჩენილ ქრისტიანულ ქართულ მოსახლეობაშიქადაგება დაიწყეს კათოლიკე მისიონერებმა და, მოგვიანებით, სომეხმამონოფიზიტებმა. სარწმუნოების შეცვლამ გამოიწვია ქართული მოსახლეობისდაყოფა თათრებად (გამა¨მადიანებული ქართველები), ფრანგებად(გაკათოლიკებული ქართველები) და სომხებად (გამონოფიზიტებული ქართველები).სარწმუნოებრივ აღრევას მო¨ყვა ეთნიკური აღრევა და ეს ერთ დროს აყვავებულიდა მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე კუთხე, რომელსაც ახალციხის საფაშოეწოდა, უცხო ტრადიციისა და ეთნოკულტურის მხარედ იქცა. უკიდურესად მძიმემდგომარეობა იყო საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში კომუნისტური რეýიმისდროსაც. მართალია, 1917 წელს აღდგა აწყურის ეპარქია, მაგრამ მმართველიმღვდელმთავრები მხოლოდ ნომინალურად ატარებდნენ მაწყვერელი ეპისკოპოსისტიტულს. ეკლესიური ცხოვრების აღორძინება იწყება XX საუკუნის 70-იანიწლების ბოლოდან - აქ მღვდელმთავრობდნენ ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე),მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი),მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). 1998 წლიდან დღემდე ეპარქიისმმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).

ათწლეულების განმავლობაში ეპარქიაში მხოლოდ ორი მოქმედი ტაძარი იყო.ამýამად მოქმედებს 19 ტაძარი და 9 მონასტერი. საფარის ღვთისმშობლისმიძინების ტაძართან მოქმედებს სასულიერო სემინარია.

მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
1998-დღემდე - ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის მიტროპოლიტი